centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა "მომხმარებლის უფლებების დაცვაზე"

16 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში მომხმარებლის უფლებების დაცვაზე შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გაიმართა ახალციხის ოფისისა და ენერგო ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით.
ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა აუდიტორიას აპარატის საქმიანობა გააცნო და მომხმარებლების დაცვის კუთხით სხვადასხვა ბერკეტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე იმ მოქმედი ნორმატიული აქტების განხილვა მოხდა, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ.
სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საჩივრების რიცხვი დედაქალაქიდან დაშორებული რეგიონებიდან გაცილებით ნაკლებია, რის გამოც აუცილებელია პერიფერიებში სამომხმარებლო განათლების ამაღლება და მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიის კითხვებს ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა უპასუხა და მომხმარებლებს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დახმარებაც აღუთქვა.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ეს იყო ენერგო ომბუდსმენის აპარატის პირველი შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა.
შეგახსენებთ, რომ აქცია „შენი ხმა რეგიონს“ 12 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დაიწყო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეძღვნებოდა. კვირეულის ფარგლებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არაერთი აქტივობა განახორციელა. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და ის საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს. ენერგოომბუდსმენის გადაწყვეტილებით 2018 წელი რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა.



 
უკან დაბრუნება  
ივნისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა