centers for civic engagement
English
Home 

ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის საჯარო განხილვა

 14 მარტს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის საჯარო განხილვა.
შეხვედრა ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით შედგა. დოკუმენტის პრეზენტაცია მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა წარადგინა. დოკუმენტის მიღებისა და კონსერვაციის გეგმების მნიშვნელობაზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ევროპული ქალაქების გამოცდილებაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

საჯარო განხილვას ბათუმის მერიის, საკრებულოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს, არასამთავრობო სექტორის, არქიტექტორთა კავშირის, სამშენებლო კომპანიების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დოკუმენტი განსაზღვრავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონებსა და საზღვრებს, ასევე იმ შეზღუდვებს, რომლებიც ისტორიული ზონების დაცვის არეალზე ვრცელდება. აღნიშნული დოკუმენტი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია საკრებულოსთვის.

,,დოკუმენტთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები. ეს შეეხება გარკვეულწილად საზღვრების კორექტირებას, რაზეც აბსოლუტური მხარდაჭერა მოვიპოვეთ პროფესიული წრეებიდან. საინტერესო იყო სხვადასხვა მხარეების პოზიციების, არქიტექტორების, არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა და რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრის პრეზენტაცია. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯებით მივდივართ, ჩვენ დავიცავთ ყველა მხარის ინტერესს“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ

თამარ ამაშუკელის აზრით ,,კანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ„ არეგულირებს, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე. ისტორიულ ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ძეგლის მასშტაბის ცვლილებაც კი, თუ ის არ არღვევს ძეგლის მთლიანობას და ღირებულებას. სამწუხაროდ კანონში არსებული ჩანაწერები ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, რაც ხშირად ხდება კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მიზეზი“.

დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განხილვის ბოლოს მერმა შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით მერიას ახალი მიდგომა აქვს, რომელიც ძეგლების მაქსიმალურად შენარჩუნებას გულისხმობს. ახალი მიდგომის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძეგლი, არამედ, ის განაშენიანება, რომელშიც ძეგლი მდებარეობს.

2018 წლის მარტში აღნიშულ დოკუმენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილავენ. მოწონების შემდგომ საკრებულო დოკუმენტს გადააგზავნის საქართველოს „კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში“, რომელიც პრემიერ მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად.
უკან დაბრუნება  
ივნისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა