centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ბათუმში ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში

14 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია გენდერული დისკრიმინაციის ფორმებსა და მიზეზებზე. ასევე, ნაჩვენები იყო TED TALK-ის დოკუმენტური ფილმი „გოგონა, რომელმაც მოითხოვა სკოლა“. შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის კოორდინატორის მოადგილე თეონა დიასამიძე და ცენტრის სტაჟიორი გვანცა ძიძიგური. დისკუსიას ესწრებოდნენ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.
,,ჩვენს ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე დალექილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი არის დომინანტი, მაგრამ დღეს ამ საკითხის მიმართ მიდგომები იცვლება. აღსანიშნავია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრონო სექტორის ძალისხმევა ამ პრობლემის ხელახალი გააზრებისა და ქალთა ემანსიპაციის მიმართულებით. ვიტყოდი, რომ არსებული მდგომარეობის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი განათლებაა. ძალიან რთულია, ებრძოლო მენტალიტეტს და სტერეოტიპებს. ეს ხანგრძლივი პროცესია და მას წლები სჭირდება. აუცილებელია, გოგონებმა, ქალებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები“- აღნიშნა თეონა დიასამიძემ.

გვანცა ძიძგურის აზრით, „მენტალური პრობლემების გვერდით დგას განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაც. ეს უნდა ვაღიაროთ. არამარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში და, განსაკუთრებით, სოფლად. სახელმწიფომ განათლება უნდა გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მთელ ქვეყანაში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში.“

ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსაწავლე, საბა პაიჭაძე მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაბატონებულია მცდარი აზრი იმის თაობაზე, რომ გენდერი ცალსახად ქალთა საკითხია. შესაბამისად, აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ჩატარება ცნობიერების ამაღლების და საკითხის პოპულარიზაციის მიზნით.

დისკუსიების ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ცვლილებას არც თუ ისე დიდი დრო სჭირდება. მთავარია, რომ საზოგადოება ამ პრობლემებს უკვე აღიარებს და ამ თემაზე ღიად მსჯელობს.
უკან დაბრუნება  
აპრილი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა