centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თემაზე „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გურიაში“

13 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის ოფისში, ქალთა ისტორიული თვის ფარგლებში გაიმართა დისკუსია „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გურიაში“.
შეხვედრის მიზანი იყო გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის არსებული ფაქტების, სტატისტიკისა და პრევენციის ზომების განხილვა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში თამარ ოგანოვმა შეხვედრაზე ისაუბრა გენდერული თანასწორობის კუთხით გურიაში არსებულ გამოწვევებზე. ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების იდენტიფიცირების პრობლემასა და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე. მან ყურადღება გაამახვილა სტამბულის კონვენციით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ „გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესს აფერხებს ოჯახში ძალადობა და ადრეულ ასაკში ქორწინება, რადგან მსხვერპლი, ამ შემთხვევაში, ძირითადად ქალია. ტამბულის კონვენციით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების კანონმდებლობაში სრულყოფილად ასახვა მსხვერპლისთვის თავდაცვის საშუალება და ერთგვარი გარანტი იქნება“.
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებზე, მის არაეფექტურობასა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა. „ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორადაა შესწავლილი საკითხი რეგიონში, რადგან ოჯახური ძალადობა ფართო სპექტრს მოიცავს და კამპანიაც, შესაბამისად, რეგიონის საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული. ამასთან ყველა სტრუქტურა, მათ შორის პოლიცია, თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სამსახური და სხვა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ. რეალური სურათის, სტატისიკის არსებობით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებასა თუ დაცვას“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა