centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე

2018 წლის 7 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები, მათ შორის მარნეულის მიმდებარე სოფლებიდან.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სახელმწიფოსთვის. მათი მიზანია ძალადობის ფაქტების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე მნიშვნელოვანია, ფაქტის გამოვლენის შემდეგ მსხვერპლის დაცვა მოძალადისგან. ამ დროისთვის საქართველოში მოქმედებს ხუთი სახელმწიფო თავშესაფარი და სამი კრიზისული ცენტრი, სადაც მსხვერპლს სთავაზობენ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. თუმცა არსებობს სხვა წინააღმდეგობებიც თავშესაფრის შემდგომი სერვისების არქონის გამო (მსხვერპლის უზრუნველყოფა საცხოვრებლით და სამსახურით), მსხვერპლი იძულებულია დაუბრუნდეს ძველ საცხოვრებელს და შესაბამისად, მოძალადეს. ამ მიმართულებით დაწყებულია აქტიური მუშაობა მსხვერპლთა უმტკივნეულო რესოციალიზაციისთვის.
ეკატერინე სხილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და თანამშრომლობა. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემებზე. ასევე უნდა ჩამოვიშოროთ სტერეოტიპული მიდგომა, რომ ოჯახის წევრისგან გამოვლენილი ძალადობის ფაქტის გამო პოლიციის გამოძახება მიუღებელია. თუმცა მეორე მხრივ, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მან უნდა იცოდეს, რომ პოლიციას ექნება ადეკვატური რეაქცია და მას ექნება მგრძნობელობა პრობლემის მიმართ. ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების შემდეგ კი, მსხვერპლი მიიღებს შესაბამის დახმარებას სახელმწიფოსგან.
სწორედ ამ პრობლემებზე სამუშაოდ შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭოები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც გაწევრიანებულები არიან როგორც თვითმმართველობის, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ იმიტომ, რომ ეს არის მოქალაქის პირველი შეხების წერტილი, სადაც ის ხელისუფლებასთან ურთიერთობს.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მომხსენებლების გამოსვლას ხანგრძლივი დისკუსია მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა სოფლებში ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროექტები არ კმარა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვაა აუცილებელი, რადგანაც სწორედ ექიმები და მასწავლებლები არიან ავტორიტეტის მატარებლები სოფლებში და მათ მიმართ ნდობაც გაცილებით მაღალია.
აღნიშნულ პრობლემაზე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ადრეული ქორწინების მიმართ არასწორადაა გაგებული. მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ქორწინების ძირითადი პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის სამედიცინო გართულებები და ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ინფორმაციული ვაკუუმის შევსება მოსახლეობაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ნაადრევი ქორწინება, პირველ რიგში, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. ასევე უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრება (რაც პრობლემაა სოფლებში) არამხოლოდ უკანონოა, არამედ რელიგიურადაც მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა მსგავსი ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მიიტანონ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებმა (ექიმებმა და შესაბამისი რელიგიის წარმომადგენლებმა).
შეხვედრის შეჯამებისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ქალთა უფლებების დაცვასა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის ჩართულობა.
უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა