centers for civic engagement
English
Home 

გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან დისკუსია ბათუმში

დღეს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე,
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი და რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრა გაიმართა ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მისი მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების, მათი მნიშვნელობის წარმოჩენა.

დისკუსია მიზნად ისახავდა გენდერული იერარქიის მიმოხილვას განათლებაში, დასაქმებასა და პოლიტიკაში. მიმდინარე წლის მარტში პარლამენტი პლენარულ სესიაზე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანასა და გენდერული კვოტირების შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინიციატორი კი - საქართველოს 37 ათასზე მეტი ამომრჩეველი. საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლები არც ისე სახარბიელოა. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ადგილებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით. საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას ქალებისავე არჩევანით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ.

ნატა იმედაიშვილის აზრით, „საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებული სტრატეგიებით ებრძვიან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას. გენდერული კვოტა გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტური საშუალებაა. იგი ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. კვოტირების სისტემა დროებითი იძულებითი ღონისძიებაა, მაგრამ იგი ემსახურება იმ ბარიერების გადალახვას, რომლებიც ხელს უშლიან ქალთა სრულყოფილ ჩართვას სახელმწიფო სტრუქტურებში. მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ და მათი ინტერესები სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული ღირებულებები, ხედვები და გამოცდილება შეაქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს“.

ნატალია ზოიძის განცხადებით, ,,გენდერული თანასწორობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ჩამოყალიბდეს თანასწორობის კულტურა და ამოქმედდეს ქვეყნისთვის სასიკეთო დემოკრატიული ღირებულებები“.

დისკუსიის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო კავკასიაში ერთ-ერთ რეფორმატორულ ქვეყნად მოიაზრება და გენდერული თანასწორობის მიმართულებით გატარებული პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.
უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა