centers for civic engagement
English
Home 

ბათუმის ტრანსპორტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პრეზენტაცია

,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“-ს ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით 1 მარტს გაიმართა ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის ძირითადი მიმართულებების და ბათუმის ურბანული მობილობის გეგმის პრეზენტაცია. აღნიშნული გეგმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კი მოხდა რეკომენდაციებისა და შენიშვნების საბოლოო განხილვა.
გაეროს განვითარების პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის - „მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის“ - ძირითადი მიმართულებები დამსწრე საზოგადოებას UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელმა ლაშა ნაკაშიძემ და ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ გააცნეს. საჯარო განხილვას ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქალაქის ტერიტორიული უბნების საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები, მერიის ტერიტორიული ერთეულების გამგებლები და მედია ესწრებოდნენ.
დისკუსიის დროს დამსწრეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: თუ რატომ უნდა გაძვირდეს პარკირების გადასახადი და რატომ უნდა შემცირდეს ქუჩაში პარკირების ადგილები; სად და როგორი ფორმით შეიძლება განთავსდეს პარკირების ახალი სივრცეები როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ბათუმის მაცხოვრებელთათვის; რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქვეითსა და ველომოყვარულს ცენტრალურ ქუჩებზე; რა შედეგს მოგვიტანს შემოთავაზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაცია და მგზავრთა გადასასხდომი ტერმინალების მშენებლობა და რატომ არის ტრამვაის და მეტროს ხელმისაწვდომი ალტერნატივა ე.წ. „ჩქაროსნული ავტობუსების“ ქსელი; სამომავლოდ როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქში ველობილიკების ქსელი; რა უნდა იყოს სატრანსპორტო სისტემის მართვის ერთიანი ცენტრის მთავარი ამოცანები და სხვა რა სახის ღონისძიებები უნდა განახორციელოს ქალაქმა 2030 წლამდე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით და ფეხით გადაადგილება გახდეს მიმზიდველი და დაინერგოს მდგრადი და მწვანე ურბანული გადაადგილების სისტემა.
ლაშა ნაკაშიძის განცხადებით ,,პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქალაქ ბათუმის ურბანული მობილობის კვლევა. მის საფუძველზე შემუშავდა ბათუმისთვის პირველი სატრანსპორტო მოდელი, რომელიც გამოყენებული იქნება სამომავლო სცენარების განვითარებისა და შემოწმებისთვის. პირველ ეტაპზე, რეკომენდაციებში შეტანილია პარკირების სისტემის რეორგანიზაციისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ველოსისტემის ოპტიმიზაციის საკითხები“.
მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ, თუ რამდენად არის შესაძლებელი წარმოდგენილი რეკომენდაციების განხორციელება ბათუმის ბიუჯეტის ფარგლებში და როგორ მოხდება საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა განაცხადა, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარმოადგენენ ბიუჯეტთან დაკავშირებით საბოლოო ინფორმაციას.
უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა