centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის შესახებ

26 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის სტაჟიორმა ნინო კალაშიანმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა „ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების“ შესახებ. სტაჟიორმა დამსწრე საზოგადოებას, ძალადობის ფორმების, მათი დაცვის მექანიზმების, სამართალდამცავთა როლისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გაიმართა მსჯელობა აღნიშნული დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ამ მიმართულებით გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე. ხაზი გაესვა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების მიერ ძალადობის ფაქტების დაფარვაზე. ნინო კალაშიანის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლს მოძალადის შესახებ ინფორმაციის გაცემა არ უნდა, რაც სამართალდამცავებს ხელს უშლის, გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.
„ხშირად საზოგადოებაც გულგრილია მომხდარის მიმართ. ძალადობის ფაქტს არა ერთი მოქალაქე შეიძლება შეესწროს, დაინახოს რა მოხდა, მაგრამ როცა ადგილზე სამართალდამცავი მიდის და პირველად გამოკითხვას ატარებს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, ამბობენ, რომ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ“, - აღნიშნა ნინო კალაშიანმა.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოებაც. მათ დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში სახელმწიფოს გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის აღმოფხვრისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს.
აღნიშნული პრობლემის მთავარ წყაროდ დამსწრეთა უმრავლესობამ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა დააფიქსირა.
„უმეტესწილად ძალადობა ისეთ ოჯახებში ხდება, სადაც ოჯახები სოციალურად დაუცველ ბაზაში ფიქსირდებიან. ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების შესახებ. არ იციან, რომ არსებობს კრიზისული ცენტრი და სახელმწიფოს თავშესაფარი, რის გამოც, ისინი ისევ მოძალადის ოჯახში რჩებიან“,- აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ეთო შიუკაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად სკოლებშიც ხდება.
„იმის გამო, რომ პედაგოგი სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, ჩემს შვილს მათემატიკის გაკვეთილი თითქმის არასდროს უტარდებოდა. ამას ყველა მშობელი ხედავდა, მაგრამ ჩემ გარდა, არავინ აპროტესტებდა. ვთვლიდი, რომ ირღვეოდა ბავშვების უფლება, სრულყოფილად ესწავლათ საგანი. ჩემი ძალისხმევით ეს პედაგოგი გაიყვანეს კლასიდან. ბავშვებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ, როდის ვის მიმართონ; რას აკეთებს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად“,- აღნიშნა გურჯაანში მცხოვრებმა ლელა ღრუბელაძემ.
შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეთო შიუკაშვილი, სტუდენტები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისი პერმანენტულად აწყობს მსგავს ღონისძიებებს, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა