centers for civic engagement
English
Home 

ჩვენს შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გახსნილია ათი ცენტრი, რომელთა მიზანიც დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სივრცეს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გასამართად. დისკუსია შეიძლება გაიმართოს ცენტრის თანამშრომლების დახმარებით ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია. ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ სპეციალური წესებით, რომელიც საჯაროა, რათა გამოიყენონ ცენტრები საკუთარი აქტივობებისთვის. გამოყენების წესები განსაზღვრავს ცენტრებში არსებული სივრცის გამოყენების პირობებს.

დემოკრატიული ჩართულობის ყოველ ცენტრს აქვს 50 ადამიანზე გათვლილი შეხვედრების ოთახი, ასევე მცირე ოთახ(ებ)ი ინტერნეტში ჩართული 5 კომპიუტერით და მცირე ბიბლიოთეკით, რომელშიც თვითმმართველობასთან, დემოკრატიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული მასალებია განთავსებული. თითოეულ ცენტრს ჰყავს 2 თანამშრომელი, რომელიც კოორდინაციას უწევს მის მუშაობას წინასწარ დადგენილი წესების თანახმად.

2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პირველი ცენტრის გახსნის დღიდან ათივე ცენტრში ჩატარდა 20,257 ღონისძიება 463,411 ადამიანის მონაწილეობით. ცენტრების კომპიუტერული რესურსით ისარგებლა 94,915 ადამიანმა, ხოლო ბიბლიოთეკით - 16,203-მა.

2013 წლის ზაფხულში დემოკრატიული ჩართულობის ათივე ცენტრთან დაარსდა ქალთა კლუბები, რომლებშიც გაერთიანდნენ აქტიური ქალები რეგიონებიდან. კლუბების შექმნის მთავარი მიზანი არის ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა და ქალების მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ადგილობრივ გადაწყტვეტილების მიმღებ ორგანოებში. დაარსების დღიდანვე ქალთა კლუბები აქტიურად ჩაერთო ქალთა უფლებების ადვოკატირების კამპანიაში, ხოლო 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში ქალთა კლუბების 14 წევრმა მიიღო მონაწილეობა, როგორც კანდიდატმა. სულ დაარსების დღიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ყველა ცენტრში 1,426 გენდერთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა, ხოლო ქალთა კლუბებმა დაარსებიდან ანუ 2013 წლის ზაფხულიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ჩაატარეს 571 დისკუსია და თემატური შეხვედრა.

 

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა