centers for civic engagement
English
Home 

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თელავში

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩრთულობის ცენტრში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონის“ თელავის ოფისის კოორდინატორმა, დავით ღონღაძემ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგებზე, ნარკოდანაშაულებთან ბრძოლის და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
დავით ღონღაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები. მოხსენება, ასევე, შეეხო მარიხუანისა და მცენარე კანაფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ლიბერალურ სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული.
საუბარი შეეხო ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების ხელშეწყობას, მკურნალობას, სარეაბილიტაციო და პრევენციულ ღონისძებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაო აქტივისტები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 50 000 ნარკომომხმარებელია, 2017 წელს კი ახალგაზრდებს შორის ნარკოტიკების მოხმარების ზრდა დაფიქსირდა, 11%-ით გაიზარდა მარიხუანას მოხმარება.
უკან დაბრუნება  
ივლისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა