centers for civic engagement
English
Home 

ტურისტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: შეხვედრა ისტორიკოს მკვლევართან ციცო შენგელაიასთან

1 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა ისტორიკოს ციცო შენგელაიას კვლევის პრეზენტაცია.
მკვლევარის ვერსიით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის ფილა წარმოადგენს ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს ე.წ „ქვატახტს“, რომელიც წერილობით წყაროებში და ზეპირი გადმოცემებით ქვეყნის სამართლებრივი დაცვის გარანტიად გვევლინებოდა XVII-XVIII საუკუნეების მანძილზე. კვლევის თანახმად, სასამართლო პროცესის ადგილს წარმოადგენდა ზუგდიდის მთავრის სასახლის წინ, ცაცხვის ქვეშ არსებული „ქვატახტი“, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა საჩივრების სამართლებრივი განხილვა-განსჯა-ვერდიქტის გამოცხადება. რაც შეეხება ცაცხვის ხეს, რომელიც დღეს დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოშია, მკვლევარის აზრით, 600 წლოვანია და მასზე მართლმსაჯულება აღესრულებოდა.
შეხვედრის მიზანი იყო სამეგრელოს რეგიონში ტურისტული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტურისტული პროდუქტის ფორმირება, რომლის მიხედვით შესაძლებელია ქვა-ტახტის, როგორც სამეგრელოს კუთხის სამართლის ისტორიის სიმბოლოს განთავსება თავის ისტორიულ ადგილას, დადიანების სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, 600 წლოვან ცაცხვის ხესთან.
„20 წელია რაც კვლევას ვაწარმოებ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, საველე მუშაობით. წლების განმავლობაში მივმართავდი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გადმოგვეტანა ქვა ბოტანიკური ბაღიდან კუთვნილ ადგილას და აღგვედგინა ტახტი, მაგრამ ვერ მოხერხდა. ახლა კი უპრიანია მისი ადგილზე დაბრუნება. ეს არის მომავლის საქმე, რომ ვიცოდეთ, ჩვენი წინაპრები სამართალს როგორ განიხილავდნენ“, - აღნიშნა შენგელაიამ და დასძინა რომ უნდა მოხდეს ისტორიული ქვის კულტურულ ძეგლად გამოცხადება და დადიანების სასახლის ეზოში დაბრუნება.
ისტორიკოსის ვერსიას ქვის მდებარეობის შესახებ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის დისკუსია მოჰყვა. ღონისძიებას ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავაც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ის ქვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან გატანის წინააღმდეგია. ნაწილის აზრით, კვლევას სჭირდება მეტი ისტორიული წყაროს წარმოდგენა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვის ისტორია მეტ ყურადღებას იმსახურებს და მისი პირვანდელ ადგილას დაბრუნება ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მათ შორის არის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სანდრო სორდია. მისი თქმით, ქვის ისტორიის გაცნობით ტურისტებს ექნებათ საშუალება გაიგონ, თუ როგორი ევოლუცია განიცადა ქართულმა მართლმსაჯულებამ.
საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ობიექტებისთვის ტურისტული დანიშნულების მინიჭება განხილვის საგანი უნდა იყოს.
შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, ისტორიკოსებმა, ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა, ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობის, საკრებულოს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და დაინტერესებულმა პირებმა
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა