centers for civic engagement
English
Home 

საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია მარნეულში

25 აგვისტოს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებთან  გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. მომხსენებელმა გიორგი მუმლაძემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის ისტორიის, კონსტიტუციაში დღემდე შეტანილი ცვლილებების, სახელმწიფოს მმართველობის ტიპების და დემოკრატიის არსის შესახებ. მოხსენების შემდეგ    შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გადავიდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულელი ახალგაზრდები, რომლებმაც ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს კონსტიტუციის დანიშნულებასთან დაკავშირებით. „საქართველოს კონსტიტუცია არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი კანონთა კრებული, რითაც ხელმძღვანელობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. მიმაჩნია, რომ  სახელმწიფოს რომელსაც არ  აქვს კონსტიტუცია და რომელშიც ადამიანის უფლებები მკაფიოდ არ არის დაცული, სახელმწიფო არაა“,- თქვა  შეხვედრის მონაწილემ ნინო ტალახაძემ.

„კონსტიტუციის შექმნისა და არსებობის მთავარი მიზანი ადამიანების უფლებების დაცვა და ყველა ადამიანის სამართლიან გარემოში, თანასწორად ცხოვრების უზრუნველყოფაა“, - დასძინა მარნეულელმა ახალგაზრდამ  მერაბ მუმლაძემ.

„დემოკრატია არის სახელმწიფო  მმართველობის სისტემა, რომელშიც ყველა თანასწორია კანონის წინაშე და ყველა ადამიანის უფლებები დაცულია. თუმცა, დემოკრატიული მმართველობა არ  ასოცირდება მხოლოდ თავისუფლებასთან, დემოკრატია თავისუფლებაზე მეტად მოვალეობას გულისხმობს. ყველა ადამიანის მოვალეობაა, დაიცვას წესრიგი, კანონი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, პატივი სცეს სხვის მოსაზრებებს, აზრს და დაიცვას ადამინის უფლებები“, - აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, აზერბაიჯანელი ეროვნების მარნეულელმა ახალგაზრდამ  სემა გასანოვამ.

 

უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა